Logo

გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
77
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებს. ხაზი გაესვა რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო, ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ. მინისტრმა არსებული სამაგალითო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა და ამ პროცესში პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement