გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა. მინისტრმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.
თაგები:
გეკა გელაძე




