Logo

გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

სამართალი
211
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია, ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ახალი სამმართველოს მუშაობის სპეციფიკა. გეკა გელაძის თქმით, ბადრაგირების ახალი მთავარი სამმართველო, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს დაკავებულ პირთა გაყვანა/გადაყვანის პროცესს და მაქსიმალურად გააძლიერებს როგორც თანამშრომელთა, ასევე დაკავებულთა უსაფრთხოების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოსთვის, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი 55 ავტომობილი უკვე შეიძინა.

ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში სტუმრობისას, მინისტრმა ხელმძღვანელი პირებისგან იზოლატორებში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამასთან, გეკა გელაძემ იზოლატორში  დასაქმებულ პირთა  სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები