გეკა გელაძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრმა გეკა გელაძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
გეკა გელაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებსაც ეწვია. გეკა გელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა, მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კახეთის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს