გეკა გელაძემ ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან და მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
"გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია - გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
მინისტრმა თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს