გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილი რეფორმები განიხილა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ანგარიში მოისმინა.
გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს