Logo

გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამართალი
101
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის, მესაზღვრეების გადამზადების, ოპერატიულ - საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტებზე ინფორმაცია მიიღო, რომელიც მიმართულია საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე, ასევე, მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები