გეკა გელაძემ შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრმა გეკა გელაძემ შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას გეკა გელაძემ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
შიდა ქართლის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს