გეკა გელაძემ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
თაგები:
გეკა გელაძე




