გეკა გელაძემ სომეხ კოლეგასთან შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან არპინე სარგსიანთან.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
"მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
გეკა გელაძემ და არპინე სარგსიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს