გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე




