გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გეკა გელაძემ, პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს