Logo

გეკა გელაძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
143
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი გაღრმავების მნიშვნელობას.

"მინისტრმა თურქ დიპლომატს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები