Logo

გეკა გელაძემ უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
298
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული კავშირების მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები, რაც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი ასევე შეეხო უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს და უნგრულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

Advertisement