Logo

გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში 470 ოკუპანტი და 14 დრონი გაანადგურეს

უკრაინა
432
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 178 150 (+470) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.04.2023-მდე: ტანკები – 3 636 (+0), ჯავშანტექნიკა – 7024 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 740 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 533 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 282 (+0), თვითმფრინავი – 307 (+0), ვერტმფრენები – 292 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2312 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5602 (+3), სპეციალური ტექნიკა – 309 (+5). 

Advertisement