
ავტორი
Front News საქართველო
შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებზე გეოლოგების დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ განაცხადა.
“საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ ახლა საშიშროება არ არსებობს. დანარჩენი ანალიზის სფეროს განეკუთვნება.
ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასის ჩამოქცევა. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა, ტრანსფორმირდებოდა. აღნიშნული ადგილი უსაფრთხოა, მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივად.
დღეს ჩამოშლილი მასა ხევშია დაგროვილი და გაიწმინდება. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“,- განაცხადა ლობჟანიძემ.
თაგები:
მცხეთა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს