Logo

კრაკოვში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
200
Frontnews image description

კრაკოვში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ვიაჩესლავ ვოინაროვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

უკრაინელი დიპლომატი კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს სამმხრივი (ქართულ-უკრაინულ-პოლონური) ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა კოლეგას გულთბილი მიღებისათვის, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

Advertisement