გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას დაუყოვნებლივ გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს დაუყოვნებლივ გადასცემს.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსული საჰაერო თავდასხმების რაოდენობის შემდგომი ზრდის გამო, გერმანიის მთავრობამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო”, – აღნიშნულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იქამდე გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ორი სისტემა მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“მნიშვნელოვანი და პროდუქტიული საუბარი გერმანიის კანცლერთან, მე მადლობელი ვარ კანცლერის გადაწყვეტილების გამო. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება ჩვენთვის კრიტიკულ დროს. მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების ყველა სხვა ლიდერს, მიჰბაძონ ამ მაგალითს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს