გერმანიაში გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ახალ მთავრობას სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 მარტიდან საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირებისთვის სავალდებულო გახადოს, – ამის შესახებ „როიტერსი” წერს.
ქვეყნის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან
დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, რათა ექიმებისა და ექთნების დეფიციტი არ შექმნილიყო, თუმცა ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მატების ფონზე სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროება დგება.
სოციალ-დემოკრატები, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც გერმანიის ახალ მთავრობას წარმოადგენენ, შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს მიმდინარე კვირას წარუდგენენ.
როგორც „როიტერსი“ წერს, პროექტის მიხედვით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინირებულები არიან ან გადატანილი აქვთ ინფექცია.
გერმანიაში მოსახლეობის 68.9%-ია აცრილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს