გერმანიაში ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიაში, “მეოთხე ტალღის“ გააქტიურების ფონზე, ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, მთავარი პრობლემა კი შესაბამისი კადრების დეფიციტია.
ექიმებს, ყოველ დილას, 06:00 საათზე უწევთ სამსახურში გამოცხადება. სამსახურში მისვლისთანავე კი ახალ პაციენტებს იღებენ იმ პალატებში, რომლებიც წინა დღით სხვა ადამიანებს ეკავათ და სხვადასხვა კოვიდგართულების გამო გარდაიცვალნენ. ზოგიერთ ჰოსპიტალში კი სიტუაცია იმდენად დრამატულად ვითარდება, რომ ექიმები პაციენტების მოსათავსებლად სასწრაფო დახმარების ურიკებს იყენებენ.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 6300 საავადმყოფოს საწოლის დეფიციტი აქვს. საწოლფონდის ამოწურვის შესახებ სპეციალური განცხადება უკვე გააკეთა ქვეყანაში არსებულმა 50-მა სამკურნალო დაწესებულებამ. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი ქვეყნის სამხრეთში – ბავარიასა და ბადენ-ვურტემბურგში ფიქსირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საწოლფონდის შევსების შესაძლებლობა გააჩნია, საავადმყოფოები, შესაბამისი კადრების დეფიციტის გამო, მაინც თავს იკავებენ საწოლების დამატებისგან.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობაში უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდრეგულაციების გამკაცრების თაობაზე მსჯელობენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე ვერ გადაიდგა, რადგან ანგელა მერკელი თანამდებობის დასატოვებლად ემზადება, ხოლო მთავრობა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
წყარო: https://www.dw.com/en/covid-in-germany-icu-staff-pushed-to-their-limits-and-beyond/a-59898394


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს