გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბერბოკის ვიზიტის მიზანია დაარწმუნოს უკრაინა, რომ ბრძოლის ველზე სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, გერმანია და ევროპა გააგრძელებენ მის გვერდით მტკიცედ დგომას და არ შეწყვეტენ მისთვის დახმარების გაწევას.
“ჩვენი მხარდაჭერა ემყარება იმ ღრმა რწმენას, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს. პუტინი სპეკულირებს, რომ რაღაც მომენტში ძალა ამოგვეწურება, მაგრამ ჩვენ გვაქვს სულის სიმტკიცე. მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანასთან ერთად გერმანია ურყევად დგას უკრაინის მხარეს. უკრაინის მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს ამის იმედი გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა მინისტრმა.
თაგები:
ანალენა ბერბოკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს