Logo

გერმანიის საგარეო უწყება - კატეგორიულად ვგმობთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას ელჩის მიმართ

პოლიტიკა
225
Frontnews image description

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.

Advertisement