ღაზას სექტორში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, “ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი “ჰამასმა“, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.
მისივე ინფორმაციით, გვირაბში “ჰამასის“ წევრები, რომლებმაც სავარაუდოდ, ექვსი მძევალი მოკლეს, ტერიტორიიდან გაიქცნენ.
მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი. ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს