“გია ბარამიძე არის დაშავებული, არიან სხვა დაშავებულებიც”


ავტორი
Front News საქართველო
დავით კირკიტაძის განცხადებით, ენმ-ს ოფისის შენობაში მყოფი რამდენიმე აქტივისტი და გია ბარამიძე შეუძლოდ გახდნენ.
"საკუთარი მოქალაქეების დასარბევად, დასაწიოკებლად – საქართველოს მოქალაქეების ამათგან კარგს არ უნდა ელოდნენ. არც ჩვენ უნდა ველოდოთ ამათგან კარგს, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება.
კი არიან დაშავებულები, ვიცი, რომ გია ბარამიძე არის დაშავებული და ახლა გადაიყვანეს, რაც ვიცით ეს არის.
ჩვენ მაქსიმალურად მშვიდად შევეცდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი," – განაცხადა დავით კირკიტაძემ "კურიერთან".
ენმ-ს წევრის განმარტებით, ისინი მაქსიმალურად მშვიდად შეეცდებიან პროცესის გაგრძელებას.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს