
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გია გეწაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას ეხმაურება.
“მეგობრებო, აქ ომია უკრაინაში, ისე, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის. როცა ომია და ოკუპანტი გკლავს და ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1 000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს, დიდი ბოდიში ძმებო, მაგრამ თქვენ შ… ხო არ გაქვთ? უკრაინაში არ დაგინახოთ ბ…ო თქვენა!“,- წერს გეწაძე.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები. ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgia.getsadze%2Fposts%2Fpfbid02pWPksWLezuSbZmrBBecPR86Zzu8ZdYG4WDWBpLda6FhSMs4WAiDfAy6LmFcAgB95l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”246″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გია გეწაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს