გია ჯაფარიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ უფრო ქმედითები იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება


ავტორი
Front News საქართველო
მე მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ უფრო ქმედითები იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით საერთაშორისო პარტნიორები შემოიფარგლებიან მხოლოდ ასეთი სოლიდარობის გამოხატვის აქტებით.
"ეს იყო საქართველოს და ქართული სახელმწიფოს მხარდამჭერი აქტი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შემოიფარგლებიან მხოლოდ ასეთი სოლიდარობის გამოხატვის აქტებით.
მე მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ უფრო ქმედითები უფრო აქტიურები იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტმა 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.
თაგები:
გია ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს