გია ჯაფარიძე - ეს არჩევნები ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი შეცვალა და ქვეყანას ახლის შესაძლებლობა მისცა

ავტორი
Front News საქართველო
საკმაოდ დიდი წლები ვიქტორ ორბანი ამყარებდა თავის ძალაუფლებას და მას ძალიან კონსოლიდირებული ძალაუფლება ჰქონდა ქვეყანაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთის არჩევნები ახალი პროცესის დასაწყისია.
"შეიძლება წლები გავიდეს და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ის 9 წელი, სინამდვილეში, ძალიან ბევრი რამით იყო გამორჩეული და უპრეცედენტო და ეს არ იყო მხოლოდ ხელისუფლების გადაბარება. არჩევნებში დამარცხების აღიარება და ხელისუფლების გადაბარებისთვის მზაობა ჩვენს ისტორიაში მანამდე არ მომხდარა და თუნდაც ამით, სააკაშვილი უკვე ისტორიის ნაწილია. უნგრეთში კი ასე არ არის, იქ სხვა პოლიტიკური კულტურაა, მთლიანობაში, 20 წელი მართავდა უნგრეთს იმიტომ, რომ მანამდე ჰქონდა პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რაც იყო უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესი.
საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვაობები სხვა კიდევ ბევრი შეიძლება ვიპოვოთ, ისევე როგორც, მსგავსებები.
საკმაოდ დიდი წლები ვიქტორ ორბანი ამყარებდა თავის ძალაუფლებას და მას ძალიან კონსოლიდირებული ძალაუფლება ჰქონდა ქვეყანაში. ეს არჩევნები ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი შეცვალა და ქვეყანას ახლის შესაძლებლობა მისცა. ეს უნგრელების დამსახურებაა. ვიქტორ ორბანს თავისი გავლენებით მიტაცებული ჰქონდა ძალაუფლება, ქვეყანას მართავდა ისე, როგორც ეს უნგრელებს არ მოსწონდათ და თითქმის 20 წელი ხელში ჰქონდა ძალაუფლება. ახლა ამ არჩევნებით უამრავი რამ შეიცვლება არა მარტო უნგრელებისთვის, არამედ მთელი ევროპის წევრი ქვეყნებისთვის და ეს ახლის დასაწყისია", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია "ტისა" უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.
თაგები:
გია ჯაფარიძე




