გია ჯაფარიძე - საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მიმდინარეობს, ამას სხვადასხვა ფაზები ჰქონდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მიმდინარეობს, ამას სხვადასხვა ფაზები ჰქონდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება დიქტატურის ჩამოყალიბებაზეა გადასული.
"საქართველოში საკონსტიტუციო გადატრიალება მიმდინარეობს, ამას სხვადასხვა ფაზები ჰქონდა. დღეს გადასულები არიან იმ ეტაპზე, როდესაც აყალიბებენ ერთპარტიულ დიქტატურას, უნდათ რომ აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თავისუფლების ყველა კუნძული, რაც არის დარჩენილი, სურთ, რომ გააუქმონ. სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალება.
რაც შეეხება პროტესტს, მე მგონია, რომ ხალხში არის უზარმაზარი პროტესტი. არ მომხდარა არსად, რომ პროტესტი ყოველდღიურად მასშტაბური იყოს რუსთაველის გამზირზე, ან სხვაგან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროტესტი არსებობს, ფაქტია ისიც, რომ ეს პროტესტი შეიძლება იზრდება კიდეც, სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება იმას, თუ რა რეჟიმთან აქვთ საქმე", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


