გია ჯაფარიძე - ცხადია, თუ აშშ-ში ეს ფაქტები დადასტურდა, ამას ექნება გავლენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე

ავტორი
Front News საქართველო
ცხადია, თუ აშშ-ში ეს ფაქტები დადასტურდა, ამას ექნება გავლენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის მხრიდან მსგავს საკითხებზე საუბარი არ იქნებოდა, რომ არ არსებობდეს შესაბამისი ფაქტები.
"საკითხის ასეთნაირად დასმა საქართველოს რეპუტაციისა და გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებისთვის არის დამაზიანებელი. ეს საუბარი არ იქნებოდა, რომ არ არსებობდეს ფაქტობრივი მოცემულობა, რომ არ არსებობდეს ფაქტები, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი არ არის ის ადგილი, სადაც ფაქტების გაუთვალისწინებლად და ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ასეთ განცხადებებს გააკეთებდა ვინმე, ან ასეთი ინიციატივით გამოვიდოდა ვინმე.
ცხადია, თუ აშშ-ში ეს ფაქტები დადასტურდა, ამას ექნება გავლენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე




