გია ჯაფარიძე - ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს ბრალად რაც ედებათ, იგივე ბრალდება ჰქონდათ მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს და სხვა პატრიოტებს

ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს ბრალად რაც ედებათ, იგივე ბრალდება ჰქონდათ მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს და სხვა პატრიოტ ქართველებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საბჭოურ წესებს ადგენს.
"ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს ბრალად ედებათ, რომ ისინი მოქმედებდნენ მტრული სახელმწიფოს ინტერესებში. თქვენ რომ ნახოთ მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვა პატრიოტების საქმე, რომლებიც 1921 წლიდან იხვრიტებოდნენ რუსების მიერ, მათაც მტრული სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედება ბრალდებოდათ.
"ოცნება" ცდილობს, საქართველოს პარტნიორები გამოიყვანოს მტრებად. დასავლეთია სწორედ ის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ვინც ქვეყანას ეხმარება, ვინც მეგობრად გვიდგას და ეს ე.წ. ხელისუფლება მათ აღიარებთ მტრად, როგორც საბჭოთა კავშირი ევროპის ქვეყნებს ებრძოდა და მტერს უწოდებდა. საბჭოთა კავშირის წესწყობილება გადმოაქვას "ოცნებას" და ცდილობს, ხალხი დააშინოს, აწამოს, მოწამლოს, გატეხოს, მაგრამ ამავდროულად, ხედავს, რომ ეს არ გამოსდის, მიუხედავად დიდი მცდელობისა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე




