Logo

გია ხუხაშვილი – ეს არის ხაფანგი, ამიტომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება

პოლიტიკა
303
Frontnews image description

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ადგილობრივი არჩევნები დამაჯერებლად მოიგოს.

 

“ხელისუფლების გეგმა მარტივია – შეთანხმებიდან გასვლით ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესის დაგდება. ამ ფონზე არჩევნების ყიდვა და მერე მტკიცება დასავლეთისთვის, რომ ისევ მაგრად დგანან ფეხზე.

 

ეს არის ხაფანგი…

 

ამიტომ, ოპოზიციის სწორი პასუხია შემდეგი:

 

მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ადგილობრივი არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება და ამ შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხთან ერთად აიძულებენ ხელისუფალს შეასრულოს აღებული ვალდებულება”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement