Logo

გია ხუხაშვილი - პარადოქსი ის არის, რომ რეგიონის ფასი იზრდება და საქართველო პირიქით ხურდავდება და იაფფასიანი ხდება

პოლიტიკა
175
Frontnews image description

პარადოქსი ის არის, რომ რეგიონის ფასი იზრდება და საქართველო პირიქით ხურდავდება და იაფფასიანი ხდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევი დღეს არის უპირობო ლიდერი რეგიონის იმიტომ, რომ მან გადაწყვიტა საუკუნოვანი პრობლემა ქვეყნის გამთლიანების კუთხით.

"ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძის ნაწილები არიან და ერთი ფუნქცია გვაქვს. ამ ფუნქციას გვაძლევს სამხრეთ კავკასიური დერეფანი, რომელიც განსაკუთრებით ამ ტურბულენტურ სამყაროში, როდესაც უსაფრთხო მარშრუტები ფაქტობრივად, აღარ დარჩა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ ტერიტორიაზე და ძიებაა ალტერნატივების, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დერეფნის განვითარება, რაშიც სერიოზული დაყოვნება გვაქვს ჩვენი ხელისუფლების გამო. 

აზერბაიჯანმა მოძებნა ალტერნატივა, ზანგეზურის დერეფანს ავითარებს და რეგიონის ფასი იზრდება. პარადოქსი ის არის, რომ რეგიონის ფასი იზრდება და საქართველო პირიქით - ხურდავდება და იაფფასიანი ხდება. 

ალიევის ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია, ალიევი დღეს არის უპირობო ლიდერი რეგიონის იმიტომ, რომ მან გადაწყვიტა საუკუნოვანი პრობლემა ქვეყნის გამთლიანების კუთხით, რაც ჩვენ დღემდე გადაუწყვეტელ პრობლემად გვაქვს. მას არ აქვს განსაკუთრებულ დემოკრატიაზე, უფრო მემკვიდრეობითობაც კია აღიარებული აზერბაიჯანში და ის ღიად ამბობს, რომ არ დაუსახავს მიზნად ევროსტრუქტურებში ან ნატოში გაწევრიანება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები