გია ხუხაშვილი - საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს

ავტორი
Front News საქართველო
ბოროტებას შორის ნაკლები უნდა აირჩიო. ჩემი საჯარო განცხადებები ზუსტად იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც მეც ვსაუბრობ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სუსში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს "პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ვფიქრობ, რომ საქმე პირიქით არის - ჯობია, რომ ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემაში ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბრები იყო.
რითაც გამოწვეული იყო ჩემი გარკვეული გაღიზიანება იყო ის, რომ მე როცა დამიკავშირდნენ სუსიდან, ეს ინფორმაცია არ გამიჟღერებია, რადგან მინდოდა, წყნარად მოვსულიყავი და გამესაუბრა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ეს ინფორმაცია მე არ გამივრცელებია, შესაბამისად გაჟონვა მოხდა თვითონ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია. ბოროტებას შორის ნაკლები უნდა აირჩიო. ჩემი საჯარო განცხადებები ზუსტად იმას ემსახურება, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რომელზეც მეც ვსაუბრობ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი




