Logo

გია ნოდია - უნდა არსებობდეს რაღაც ჩარჩო მოლაპარაკების, კოორდინაციისა და შეთანხმების, რომლითაც ოპოზიციამ ერთად უნდა იმოქმედოს

პოლიტიკა
438
Frontnews image description

გაცილებით უფრო თანმიმდევრული პოზიციაა ოპოზიციის არგუმენტი, რომ თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, თუ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო, ეს თვითმმართველობის არჩევნები რანაირად იქნება ლეგიტიმური, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, უნდა არსებობდეს პოლიტიკური კულტურა და მოლაპარაკების კონკრეტული ჩარჩო.

"ერთია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა იმის გარშემო კი არ არის, ამას ასეთი პოლიტიკა აქვს რაღაც საკითხში და იმას - ისეთი, არამედ ხელისუფლება თავს წარმოადგენს, როგორც მმართველი ძალა, ქვეყნის პრობლემებზე პასუხისმგებელი ძალა და ოპოზიცია - ისაა, რომელმაც ხელისუფლება უნდა ჩამოაგდოს, კორუფცია და ქვეყნის ღალატი უნდა დააბრალოს - ეს ქრონიკული პრობლემა არსებობს.

"ქართული ოცნება" ოპოზიციაში როცა იყო, არ მგონია, კარგად ჰქონოდა გააზრებული, რომ ფანტასტიკურ დაპირებებს რომ იძლეოდა, ხელისუფლებაში მოსვლისას მას ხალხი ამას მოკითხავდა, ეს კულტურა არაა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, დაახლოებით ის ვითარებაა, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო თბილისში, როდესაც ოპოზიციამ მოიგო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები ისევ წააგო სამი თვის შემდეგ. გაცილებით უფრო თანმიმდევრული პოზიციაა ოპოზიციის არგუმენტი, რომ თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, თუ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო, ეს თვითმმართველობის არჩევნები რანაირად იქნება ლეგიტიმური, მაგრამ უნდა არსებობდეს არა მარტო პოლიტიკური კულტურა, არამედ რაღაც ჩარჩო მოლაპარაკების, კოორდინაციისა და შეთანხმების, რომლითაც ოპოზიციამ ერთად უნდა იმოქმედოს და ყველასათვის ცხადი ერთი რამაა - ის, რაც ახლა ხდება, ყველაზე ცუდი ვარიანტია", - განაცხადა გია ნოდიამ.

თაგები:

გია ნოდია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები