
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი “გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვას.
“მოუსმინო ამ ადამიანს და დაიჯერო, რასაც ის ქადაგებს, არამხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ მორალისა და ზნეობის საკითხია. ასეთი ბინძური ადამიანების მუქარა, შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ვინ არიან ეს ადამიანები და რას ქადაგებენ ისინი?! – ემზადებიან ე.წ. ცხელი შემოდგომისთვის, რომელიც უკვე რიგით მერამდენეა, სათვალავიც კი ამერია.
რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ. ამ ადამიანების ავ ზრახვებს აღსრულება არ უწერია. დიდი ხანია ქვეყანა იმ მდგომარეობიდან გამოვიდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფერხულში ჩაბმულ ავაზაკ-კრიმინალებს ქვეყნის უკან დახევა და დამარცხება შეეძლოთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს