
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მიერ მოპოვებული ვიზალიბერალიზაციით რომ დაეხეტება ბატონი ვაშაძე ევროპაში, ეს რატომღაც ავიწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტობრივად, მთელი ოპოზიცია ხელგაწვდილი დგას კეზერაშვილის გროშების რიგში.
“თუ ვინმე აკეთებს დღეს საქართველოში რუსულ საქმეს, აკეთებენ ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში უხვად დაპურებული რუსეთის ფედერაციიდან, ხშირ შემთხვევაში მოღალატეობრივი იდეებით და წარმოდგენებით. დარწმუნებული ვარ, ბოლოს ხელში შერჩებათ ერთი გრძელი სახაზავი, თუ სანტიმეტრი, რითიც დარბოდა ავანტიურისტი ჯაფარიძე პარლამენტის გარშემო და ზომონ მერე ერთმანეთი ზემოდან ქვემოთ, სიგრძე-სიგანეში, ეს კი ეხერხებათ. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიცია ხელგაწვდილი დგას კეზერაშვილის გროშების რიგში. სადაც დიდი თეატრიდან იღებ ფარულად და მალულად რუბლებს, იქ კეზერაშვილისგანაც მიიღებ. ამ ადამიანების მორალსა და ზნეობაზე დიდი ხანია, აღარავინ საუბრობს. ჩვენ მიერ მოპოვებული ვიზალიბერალიზაციით რომ დაეხეტება ბატონი ვაშაძე დილიდან საღამომდე ევროპაში, ეს რატომღაც ავიწყდება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს