
ავტორი
Front News საქართველო
ამგვარი “ცხელი შემოდგომა” და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით, თუ შეუძლიათ, თუ არადა 40-გრადუსიან სიცხეში გამობრძანდნენ რუსთაველზე და გააპროტესტონ. ესეც მათი უფლებაა.
ამგვარი „ცხელი შემოდგომა” და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი. არ მინდა ჩემს ქვეყანას ეს ვუსურვო. მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველას, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს