
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მოსწონს თუ არა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2024 წლის შემოდგომამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
“აქ სხვა პროცესი ვერ წარიმართება და რეკომენდაციების შესრულების პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული. სწორედ ხელისუფლების მისამართით არის ევროკომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები და გიორგი ვაშაძემ რაც არ უნდა ტანზე შემოიხიოს, არ არის ხელისუფლება, ღმერთმა არ ქნას, ვერც იქნება ვერასდროს. ამიტომ, მოითმინონ, დაფიქრდნენ და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მოვიდნენ. პარლამენტში ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ, მაგრამ კოლეგებთან ყოველთვის ვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, ვიდრე ოჯახებში არ შემოგვივარდნენ თოფიანები. ამიტომ, მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ. მესმის, ჩვენი ხილვა არ მოსწონთ, ჩვენც არ გვეხატებიან გულზე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ გვეხატება გულზე, ხომ გვიყვარს საქართველო, თუ გვძულს? თუ გვიყვარს, მაშინ მოვიდნენ და ვისაუბროთ. რაღაცაზე მოვრიგდებით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით და ხალხს ვუთხრათ ეს ყველაფერი, რაზე შევთანხმდით და რაზე – ვერა.
19 აპრილის ავადსახსენებელი შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და შემდეგ ამის ანულირება მოხდა. ამ პროცესის ტორპედირება მოახერხეს და ამ პროცესში წვრილ-წვრილი თავის ჩრდილში მყოფი პარტიები ჩაითრიეს, რომ შეთანხმება ჩაეშალათ. რა მიიღეს შედეგად? მივიღეთ, ისევ გაღრმავებული პოლარიზაცია და მათი მარცხი. კრისტალიზაცია ხდება ვიწროპარტიულ ინტერესებზე, მაგრამ საყოველთაო ინტერესია, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ერთად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს