
ავტორი
Front News საქართველო
მაგნიტსკის “ბუტირკაში“ ამოხადეს სული, ეს ყველაფერი კი ოროთახიან ვიპპალატას და ათასობით მნახველს შეადარეთ, დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
“თუ გაინტერესებთ, პუტინის რეჟიმმა და პუტინის ჯალათებმა რა დამართეს მაგნიტსკის, ორი ღერი ინგლისური ხომ იცით? დასერჩეთ, დაძებნეთ და ნახეთ, ვინ იყო მაგნიტსკი, რა პირობებში იმყოფებოდა. თუ არ ვცდები, ამ ადამიანს სული „ბუტირკაში“ ამოხადეს. შემდეგ ეს ყველაფერი ოროთახიან ვიპპალატას და ათასობით მნახველს შეადარეთ, დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, ვინ ტანჯავს და ვინ დევნის სწორუპოვარ გმირს და ჰუმანისტ სააკაშვილს.
ამ ყველაფრის შეფუთვა და გაყიდვა რომ იყო საჭირო, ამიტომ დაიქირავეს 15 ათას დოლარად ლობისტური კომპანია. სხვათა შორის, ამ კომპანიას ხელშეკრულება გასდის და გვაინტერესებს, ეს გაგრძელდება თუ არა. როგორც ვატყობ, იმისკენ მიდის პროცესი, რომ ბინძური პასკვილი შეიქმნას და ქვეყანას დაბრალდეს ის, რაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს