
ავტორი
Front News საქართველო
რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ერევა დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, ელჩზე ზეწოლა უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია.
“რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე და ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია, რბილად რომ ვთქვათ, ერევა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ, მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აქებდა და ადიდებდა ან მიხეილ სააკაშვილს, ან “ნაციონალურ მოძრაობას“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს