
ავტორი
Front News საქართველო
“ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „კურიერი P.S“-ს განუცხადა.
მისი თქმით, გახარია პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა.
“ლელო იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა. გახარია – ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მანდ არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება. ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ კავშირშია გახარია-„ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმასთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს