
ავტორი
Front News საქართველო
ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, გარდა ევროინტეგრაციისა, საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებსაც.
“ჩვენი შეხვედრებისას მოლაპარაკებები, აზრთა გაზიარება არ ეხებოდა მხოლოდ ევროპული ურთიერთობების თემას, სადაც უნგრეთი არის უპირობო, მყარი მხარდამჭერი. საკმაოდ ახლო მდგომი პოზიციები დავაფიქსირეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, დამოკიდებულებებზე, მთელი რიგი პრინციპული საკითხების მიმართ.
ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. საერთო მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქართული დელეგაციების ვიზიტისას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს