Logo

გია ვოლსკი – “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა თაღლითური სისტემა, ამ სისტემის ნაწილად იქცა სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა
322
Frontnews image description

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა თაღლითური სისტემა, რომელიც ლამობს დესტაბილიზაციას, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას. ამ სისტემის ნაწილად იქცა სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვერ უარყოფს იმას, რაც ფაქტია და საზოგადოების თვალწინ ხდება.

 

“გულუბრყვილო კითხვაა, როდესაც ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა იგრძნობა თუ – არა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა თაღლითური, აგრესიული სისტემა, რომელიც ლამობს პოლიტიკურ ველზე მდგომარეობის შერყევას და დესტაბილიზაციას, ასევე ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას. ამ სისტემის ნაწილად იქცა სალომე ზურაბიშვილი – თუ მის განცხადებებს მოვუსმენთ, გავაანალიზებთ, თუნდაც საზოგადოების ნაწილის, მისი ამომრჩევლის მიმართ. შეგნებით აკეთებს თუ შეუგნებლად, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ რაც უკვე ფაქტია და ჩვენ თვალწინ ხდება, ამას ვერ უარვყოფთ. რისი ნაწილია „ნაცმოძრაობის“, „ლელოსი“ თუ „სტრატეგია აღმაშენებლის“, ამას ზუსტად ვერ გეტყვით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თაგები:

გია ვოლსკი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები