Logo

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით პატიმრობა, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
130
Frontnews image description

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

ანი ნასყიდაშვილს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ნასყიდაშვილი და ჩიქოვანი დამნაშავედ 27 მაისს ცნეს.

სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

8 აპრილს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე საპატიმროში 10 წელს 6 თვეს გაატარებენ.

გიგა ავალიანი, რომელსაც 2025 წლის 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები