Logo

გიგა ბედინეიშვილი - ეს არის მეტ-ნაკლებად დადასტურება იმის, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავი მაგ პერიოდში იყო რუსეთიდან შემოსული ფული

პოლიტიკა
311
Frontnews image description

ეს არის მეტ-ნაკლებად დადასტურება იმის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავი მაგ პერიოდში იყო რუსეთიდან შემოსული ფული და რუსეთიდან შემოსული მომხმარებელი, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

"ჯამში, მთლიან შიდა პროდუქტზე ამას ნამდვილად ექნებოდა დადებითი გავლენა. რამდენად დიდი იყო ეს გავლენა იმ რიცხვებიდან გამომდინარე, რაც უკვე გამოქვეყნდა, მნიშვნელოვან მასშტაბზე უნდა გვქონდეს ეჭვი.

ეს არის საქმე, რომელიც პროკურატურამ დაადასტურა თუ იპოვა, მაგრამ ამის მიღმა ერთი ჯიხური თუ ამას აკეთებდა, როგორც თვითონ ამბობენ, ხომ ვიცით, რომ სხვა მსგავსი სქემებიც იმოქმედებდა, ამიტომ, ეს არის მეტ-ნაკლებად დადასტურება იმის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავი მაგ პერიოდში იყო რუსეთიდან შემოსული ფული და რუსეთიდან შემოსული მომხმარებელი", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

Advertisement