გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა გავახსენოთ ადამიანებს, რომ ყველა ეტაპზე დაძაბულობას ივანიშვილი ქმნიდა


ავტორი
Front News საქართველო
მე კომისიაზე დაბარების შემთხვევაშიც არ ვაპირებ მისვლას. არ ვიცნობ ნორმალურ ადამიანს, რომელსაც ამ სიძულვილის, შავრაზმელობის და ღალატის ელექსირთან რამე შეხება შეიძლება მოუნდეს, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის პროპაგანდის და რეპრესიის ინსტრუმენტი.
"მე კომისიაზე დაბარების შემთხვევაშიც არ ვაპირებ მისვლას. არ ვიცნობ ნორმალურ ადამიანს, რომელსაც ამ სიძულვილის, შავრაზმელობის და ღალატის ელექსირთან რამე შეხება შეიძლება მოუნდეს თავისი ნებით. ამ სამარცხვინო, მოღალატეობრივ, პოლიტიკური რეპრესიებისა და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად გამართულ სპექტაკლში, რა თქმა უნდა, არ მივიღებ მონაწილეობას.
არ ვიცი, რას გადაწყვეტენ, ვის თვლიან მნიშვნელოვნად და ვის - არ. ამ სპეკულაციაში შესვლა არაფერს აღარ მოგვიტანს, მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება, ამ ამბავს დავუპირისპიროთ ზუსტად ის, რის გასანეიტრალებლადაც აკეთებენ ამას.
ეს კომისია არის პროპაგანდის და რეპრესიის ინსტრუმენტი.
ეს რეჟიმი არის თვითონ ქვეყნის დესტაბილიზაციის, არეულობისა და სამოქალაქო მშვიდობის დარღვევის წყარო და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე. იმათაც კი, ვინც არ იზიარებს ჩემს პოზიციას, ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ეს სამარცხვინო კომისია, ამაზრზენი რეპრესია, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც წლები მიუსაჯეს - ეს ყველაფერი არის სიმპტომები ღრმა დაავადების, რომ ამ კაცს - ივანიშვილს და მის არარაობებს არ შეუძლიათ ამ კურსით სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანა. ჩვენ უნდა გავახსენოთ ადამიანებს, რომ ყველა ეტაპზე დაძაბულობას ივანიშვილი ქმნიდა. დავაკვირდეთ მის ქმედებებს - მას აწუხებს ის, რომ ეს ქვეყანა და საზოგადოება არ არის ბელარუსის მდგომარეობაში და უნდა, რომ ამას მიაღწიოს. კურსი იგივეა, მაგრამ ჩვენ არაფერს მოგვცემს იმაზე კამათი, რამდენად ვართ ბელარუსი. არ უნდა გავხდეთ და ამისათვის ამ რეპრესიებს პროტესტის გაგრძელებით უნდა ვუპასუხოთ და ბევრ მოქალაქეზე ამ სიმართლის გავრცელებით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ რეჟიმის შეცვლა იმიტომ, რომ წყარო დესტაბილიზაციის არის თვითონ ივანიშვილი.
მათ ჰყავთ ღიად პუტინისტები. მათი განცხადებები არის იმის გზავნილი, რომ უნდა შეგვაგუონ, რომ სუვერენიტეტი ვერ გვექნება. ევროპულ კურსზე უარის თქმა არის სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. ჩვენ აქ მხოლოდ ევროკავშირზე კი არ უნდა გვქონდეს ყურადღება გამახვილებული, არამედ სახელმწიფოებრიობაზე მთლიანად.
რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციას, ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო წნეხი გაგრძელდეს, გაღრმავდეს და რაც შეიძლება მეტი ტკივილი მიიღონ და დარჩნენ იზოლირებულები. მთავრობა ამ წნეხს გრძნობს და სურს მისი გარღვევა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს