Logo

გიგა ბოკერია - ეს ალიანსი ეფუძნება შინაარსს, ეფუძნება თანამშრომლობის წესებს და სტრატეგიას

პოლიტიკა
182
Frontnews image description

ამ ტიპის ალიანსი, აქამდე არ არსებულა. ეს ალიანსი ეფუძნება შინაარსს, ეფუძნება თანამშრომლობის წესებს და სტრატეგიას, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პარტიების შერწყმა, არამედ ერთი მიზნისკენ გაერთიანება.

"ამ ტიპის ალიანსი, აქამდე არ არსებულა. ეს ალიანსი ეფუძნება შინაარსს, ეფუძნება თანამშრომლობის წესებს და სტრატეგიას. ეს არ არის პარტიების შერწყმა, უდიდესი ნაწილი ერთიანდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის საფრთხეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.

ამის გარშემო გავერთიანდით, საზოგადოების დაკვეთაც ის იყო, რომ ოპოზიციას შეემუშავებინა ერთიანი გეგმა დიქტატორის დასამარცხებლად", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები