გიგა ლემონჯავა - ეს გეოპოლიტიკური ძვრები არის პირდაპირი სიგნალი, პირველ რიგში, კრემლისთვის და შესაბამისად, ივანიშვილისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ეს გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც სახეზეა, არის პირდაპირი სიგნალი, პირველ რიგში, კრემლისთვის და შესაბამისად, ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მულტიპოლარული სამყარო და მულტიპოლარული პოლიტიკა, რომლითაც ატყუებს ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, სინამდვილეში, არ არსებობს.
"ის, რაც მსოფლიოში ხდება - ეს გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც სახეზეა, არის პირდაპირი სიგნალი, პირველ რიგში, კრემლისთვის და შესაბამისად, ივანიშვილისთვის. ის ე.წ. მულტიპოლარული სამყარო და მულტიპოლარული პოლიტიკა, რომლითაც ატყუებს ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, სინამდვილეში, არ არსებობს.
ივანიშვილი რას ამბობს, მარტივად რომ ვთქვათ? - თითქოს სამშობლოს ღალატი არის პრაგმატული პოლიტიკა და თითქოს ივანიშვილი ცდილობს, რომ ვიღაცის - დიდი ქვეყნების ინტერესები დააბალანსოს ამ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში. მისი საგარეო პოლიტიკის კონცეფცია იყო ის, რომ საქართველო არის პატარა სოფელი - ის ასე უწოდებდა საქართველოს წლების წინ და ჩვენი ადგილი დიდ პოლიტიკაში არ არსებობს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა




