Logo

გიგა ლემონჯავა - "ქართული ოცნების" მხრიდან ასეთი ტიპის ძალადობა, არა თუ აშინებს ხალხს, არამედ პირიქით, მეტი გამბედაობით, მეტი ერთობით აღავსებს

პოლიტიკა
123
Frontnews image description

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელენე ხოშტარიას დაკავება რაღაც სიგიჟე ბრალდებით, ვინმეს შეაშინებს, უკან დაახევინებს, კალაძე მშვიდად გააგრძელებს თავის ძალადობას, ბუნაგიდან საქმიანობას, ბუნებრივია, რომ ის ცდება, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

"როგორც მეგის შემთხვევაში, ისე ელენეს შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს არის სიგიჟე, სისულელე. არავითარ სამართლებრივ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება. წარმოდგენა არ მაქვს „ქართული ოცნება“ რა ლოგიკას ჩართავს ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, ჩვენი ლოგიკა. ჩვენი ლოგიკა არის შემდეგი, რომ ნებისმიერი ასეთი თავხედობა, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე „ქართული ოცნების" მხრიდან, ასეთი ტიპის ძალადობა, არა თუ აშინებს ხალხს, არამედ პირიქით, მეტი სოლიდარობით, მეტი გამბედაობით, მეტი ერთობით აღავსებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელენეს დაკავება რაღაც სიგიჟე ბრალდებით, ვინმეს შეაშინებს, უკან დაახევინებს, კალაძე მშვიდად გააგრძელებს თავის ძალადობას, ბუნაგიდან საქმიანობას, ბუნებრივია, რომ ის ცდება", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს დააკავეს. გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.

Advertisement