გიგა ლემონჯავა - რა თქმა უნდა, ეს არავითარი ურთიერთობების ნორმალიზებას არ ნიშნავს, ეს არის ძალის ჩვენება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან

ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭო არის ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის წარმომადგენლის - ბოჭორიშვილის სიტყვებს იქ სერიოზულად არავინ არ განიხილავს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის კარგი დასტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.
"ევროპის საბჭო არის ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის წარმომადგენლის - ბოჭორიშვილის სიტყვებს იქ სერიოზულად არავინ არ განიხილავს. ამის კარგი დასტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც "ქართული ოცნების" ე.წ. საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.
რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, უკრაინას აქვს თავისი ეროვნული, სუვერენული, პოლიტიკური ინტერესები, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთისთვის ძალიან მძიმე სამხედრო დინამიკის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე ომს ვგულისხმობ, პრეზიდენტი ზელენსკის ამოცანაა, რომ რეგიონში აჩვენოს ლიდერობა, აჩვენოს, რომ როგორც უკრაინა და მოლდოვა, ასევე აზერბაიჯანი და სომხეთი არის გასული რუსეთის გავლენის სფეროდან და ივანიშვილის რეჟიმის სახით ბოლო მარიონეტიც კი იძულებულია, რომ ელაპარაკოს უკრაინის მხარეს, იმდენად ძლიერია უკრაინის პოზიციები რეგიონში.
რა თქმა უნდა, ეს არავითარი ურთიერთობების ნორმალიზებას არ ნიშნავს, ეს არის ძალის ჩვენება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
დღეს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური სხდომა იმართება.
თაგები:
გიგა ლემონჯავა




